„კონფლიქტის მშვიდობიან დარეგულირებაზე ვმუშაობთ“ – უკრაინის პრეზიდენტი

უკრაინის პრეზიდენტის, ვლადიმერ ზელენსკის განცხადებით, ამ ეტაპისთვის, საპანიკო არაფერია და ყველაფერი კონტროლის ქვეშაა.

„ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს წარმომადგენლები დეესკალაციასა და დონბასში სიტუაციის მშვიდობიან მოგვარებაზე მუშაობენ. სხდომაზე ჩვენი ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში არსებული სიტუაცია განვიხილეთ. სიტუაციის სრულ დეესკალაციასა და მშვიდობიან დარეგულირებაზე ვმუშაობთ. ყველაფერი ვიცით, ყველაფრისთვის მზად ვართ, გვჯერა უკეთესის და ამისთვის აბსოლუტურად ყველაფერს ვაკეთებთ. საპანიკო არაფერია,“- აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.

შეგახსენებთ, რომ რუსეთი უკრაინაში შესაჭრელად ემზადება, პარალელურად, უკრაინის შეიარაღება და თავდაცვა ძლიერდება. უკრაინის დასაცავად მზადაა პენტაგონიც.

 

მსგავსი თემები