უკრაინიდან დიპლომატების ევაკუაცია იწყება

უკრაინას დიპლომატებისა და მათი ოჯახების ნაწილი ტოვებს. როგორც უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, ოთხმა ქვეყანამ  თანამშრომლების ნაწილისა და მათი ოჯახების  წევრების ევაკუაციის გეგმასთან დაკავშირებით სურვილი გამოხატა.

„უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების ნაწილისა და მათი ოჯახის წევრების ევაკუაციის გეგმის ან მათთვის უკრაინის ტერიტორიის ნებაყოფლობით დატოვების ნებართვის შესახებ მხოლოდ ოთხმა სახელმწიფომ აცნობა: აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა, ავსტრალიამ და გერმანიამ“, – ვკითხულობთ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

საგარეო უწყების ინფორმაციით, დანარჩენი ქვეყნები, ევროკავშირი, ეუთო, ევროპის საბჭო, გაერო, ნატო და სხვა საერთაშორისო და რეგიონული ორგანიზაციების წარმომადგენლობები, ამ ეტაპზე, პერსონალის შემცირებას ან ევაკუაციის განხორციელებას არ გეგმავენ.

შეგახსენებთ, რომ რუსეთი უკრაინასთან საომარი მოქმედებების დასაწყებად ემზადება.

მსგავსი თემები