„უკრაინაში შეჭრა რუსეთისთვის სისხლიანი იქნება“ – ბრიტანეთის პრემიერი

რუსეთის სამზადისს უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყებასთან დაკავშირებით  დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ეხმიანება. ბორის ჯონსონის შეფასებით, თუ ეს მოხდება, რუსეთი ახალ ჩეჩნეთს მიიღებს.

მისივე შეფასებით, ეს რუსეთისთვის იქნება მტკივნეული, სასტიკი და სისხლიანი პროცესი.

„უკრაინის საზღვართან რუსეთის 60 საბრძოლო ჯგუფი იმყოფება, რომლებიც მზად არიან ელვისებური დარტყმის განსახორციელებლად. კრემლმა უნდა გაიგოს, რომ უკრაინაში შეჭრა დამღუპველი ნაბიჯი იქნება“ – აცხადებს ბორის ჯონსონი.

პრემიერის ინფორმაციით, ბრიტანეთი რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების პაკეტზე მუშაობს და პარალელურად უკრაინას თავდაცვით იარაღს აწვდის.

მსგავსი თემები