ევროკავშირი რუსეთის ქმედებებს გმობს და უკრაინას ამხნევებს

ევროკავშირი კიდევ ერთხელ მხარდაჭერას უცხადებს უკრაინას და რუსეთს მოუწოდებს, ხელახლა ჩაერთოს არსებულ საერთაშორისო ჩარჩოებში კონფლიქტების მდგრადი და მშვიდობიანი მოგვარებისთვის.

„საბჭო გმობს რუსეთის მუდმივ აგრესიულ ქმედებებსა და მუქარებს უკრაინის წინააღმდეგ და მას დეესკალაციისკენ და დადგენილი საერთაშორისო მექანიზმების მეშვეობით, საერთაშორისო კანონმდებლობის დაცვით, დიალოგში კონსტრუქციულად ჩართვისკენ მოუწოდებს. რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ნებისმიერ შემდგომ სამხედრო აგრესიას უზარმაზარი შედეგები და მძიმე ფასი ექნება“, – ვკითხულობთ ევროკავშირის განცხადებაში.

 

მსგავსი თემები