მიხეილ სააკაშვილი მისი „სადამსჯელო ოპერაციის“ კადრების გამოქვეყნებას ითხოვს

პატიმრობაში მყოფი მიხელ სააკაშვილი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს მიმართავს და სრული ვიდეოკადრების გამოქვეყნებას ითხოვს რომელიც გლდანის სამედიცინო დაწესებულებაში მის იძულებით ეტაპირებას ეხება.

„მოვუწოდებ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს, გამოაქვეყნოს ჩემზე, გლდანის ციხეში, ივანიშვილის დაკვეთით განხორციელებული სადამსჯელო ოპერაციის მათ ხელთ არსებული მასალები. ისევე როგორც, მოიპოვონ და გამოაქვეყნონ გორის ჰოსპიტალში განხორციელებული თავდასხმის ვიდეო. იმედი მაქვს, სახელმწიფო ინსპექტორი ასევე გამოაქვეყნებს გამოძიების შუალედურ მასალებს.

ასევე ის, რომ ჩემს სანახავად დღემდე არ უშვებენ უკრაინის სახალხო დამცველს, ლუდმილა დენისოვას, უკრაინის პარლამენტის წევრებს, ნათლად ასახავს იმ ყაჩაღთა ბანდის უკრაინისადმი დამოკიდებულებას, რომელმაც საქართველოში ხელისუფლების უზურპაცია მოახდინა“ – წერს  მიხეილ სააკაშვილი.

 

მსგავსი თემები