„40%-იანი პერსონალით მოგვიწია ტურისტების გამასპინძლება, რამაც ცუდი შედეგები მოგვცა“ – შალვა ალავერდაშვილი „მედიაცენტრ მთავართან“

„სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის“ დამფუძნებელმა შალვა  ალავერდაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“ ტურიზმის მხრივ 2021 წელი შეაჯამა და მიმდინარე ვითარებაზე ისაუბრა, როგორც ალავერდაშვილმა აღნიშნა, შეცვლილია ვიზიტორთა ხარისხი და ძირითადი მოთხოვნა ბრენდულ დ 5 ვარსკვლავიან სასტუმროებზეა.

„ქვეყანაში ტურიზმის აღდგენა 2021 წლის მაისში დაიწყო და დატვირთულობის კოეფიციენტი 30%-მდე ავიდა, რაც 2020 წელთან შედარებით სექტორის დიდი სიხარული იყო. ივნისმა კი 50%-იანი დატვირთვა გვაჩვენა, რაც დიდ გამოცოცხლებას ნიშნავს. ივლისში კი იმდენი სტუმარი შემოგვივიდა, გაჩერებულმა სექტორმა თითქმის ვერ მოახერხა ამ სტუმრების მომსახურება.  40%-იანი პერსონალით მოგვიხდა ამ სტუმრების გამასპინძლება, რამაც საკმაოდ ცუდი კომენტარები გამოიწვია მომსახურების ხარისხთან დაკავშირებით. ამისი მთავარი მიზეზი ის იყო, რომ პერსონალი არ გვენდობოდა და სხვა სექტორში გადავიდნენ“ – აღნიშნა ალავერდაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“.

მისივე შეფასებით, 2021 წელი, კერძოდ კი დეკემბერი სექტორმა 35%-იანი დატვირთვით დაამთავრა. დღეს კი მოთხოვნა უფრო ძვირადღირებულ სასტუმროებზეა, ვიდრე სტანდარტულზე.

„შეიცვალა სტუმრების ხარისხი. ძირითადად. 5 ვარსკვლავიან და ბრენდულ სასტუმროებზეა მოთხოვნა ვიდრე სატანდარტულზე რადგან ფრო მეტად ცნობენ თავს დაცულად“ – აღნიშნა შალვა ალავერდაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“.

 

მსგავსი თემები