შალვა პაპუაშვილი უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის მომზადების პროცესში ჩართვის მზაობას გამოთქვამს

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი უკრაინის მხარდამჭერი საქართველოს პარლამენტის რეზოლუციის მომზადების პროცესში ჩართვის მზაობას გამოთქვამს და აცხადებს, რომ  აღნიშნულ დოკუმენტთან დაკავშირებით კოორდინირება საგარეო ურთიერთობა კომიტეტის ფარგლებში მოხდება.

“როგორც პარლამენტის თავმჯდომარე მზად ვარ, ნებისმიერი მომენტში ნებისმიერ ფორმატში შეგხვდეთ და თუ საჭირო იქნება პროცესში ჩავერთო“, – განაცხადა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე.

უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის პროექტი დაახლოებით ერთი თვის წინ პარლამენტს პარტია “საქართველოსთვის“ წევრმა დეპუტატებმა წარადგინეს.

მსგავსი თემები