დიდმა ბრიტანეთმა უკრაინის საელჩოდან დიპლომატების გაწვევა დაიწყო

გაერთიანებულმა სამეფომ უკრაინაში ბრიტანეთის საელჩოდან თანამშრომლების ნაწილის გაყვანა დაიწყო. ამის შესახებ  ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

მათიე ინფორმაციით, ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ საელჩოს პერსონალის დაახლოებით ნახევარი გაერთიანებულ სამეფოში დაბრუნდება.

ამასთან, ოფიციალური პირები ამბობენ, რომ ბრიტანელი დიპლომატებისთვის კონკრეტული საფრთხე არ ყოფილა, მაგრამ უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე კიევში მომუშავე პერსონალის დაახლოებით ნახევარი დიდ ბრიტანეთში ბრუნდება.

აშშ კი იუწყება, რომ რუსეთი უკრაინაში “ნებისმიერ დროს” შეიძლება შეიჭრას, თუმცა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ამ დრომდე ადგილზე რჩება.

მსგავსი თემები