ვინ გახდება ცესკოს ახალი თავმჯდომარე – დეპუტატებმა არჩევანი ორ კანდიდატს შორის უნდა გააკეთონ

პრეზიდენტმა პარლამენტს ცესკოს თავმჯდომარეობის ორი კანდიდატი – გიორგი კალანდარიშვილი და თენგიზ თევზაძე უკვე წარუდგინა. ვინ გახდება ცესკოს ახალი თავმჯდომარე დეპუტატებმა არჩევანი აღნიშნულ ორ კანდიდატს შორის უნდა გააკეთონ.

პრეზიდენტის მიერ ცესკოს თავმჯდომარეობისა და წევრების კანდიდატების დასახელების შემდეგ პროცესი საკანონმდებლო ორგანოში ინაცვლებს. კანდიდატებს ბიუროს სხდომაზე დღეს წარადგენენ. დღესვე უნდა გახდეს ცნობილი, თუ როდის ჩატარდება მათთან გასაუბრება.

ბიუროს სხდომაზე კანდიდატების წარდგენის შემდეგ იგეგმება საკომიტეტო განხილვებიც.

მსგავსი თემები