პრეზიდენტი ეკა ბესელიას, ეკა გიგაურს, ნინო წილოსანს და ანა ნაცვლიშვილს ხვდება

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტის სასახლეში „ლელოს” დეპუტატს ანა ნაცვლიშვილს, არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” ხელმძღვანელს, ეკა გიგაურს, პარტია “სამართლიანობისთვის” ლიდერს, ეკა ბესელიას და ასევე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრს, ნინო წილოსანს ხვდება.

შეხვედრის მთავარი თემა პოლარიზაცია და მართლმსაჯულების საკითხი იქნება.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ხელმძღვანელის, ეკა გიგაურის განცხადებით, პრეზიდენტთან დღევანდელი შეხვედრა ეროვნული თანხმობის პროცესის ნაწილია.

„არ ვიცი, რა ფორმატია ეს და რა საკითხები იქნება განხილული. ლოგიკურად ვხვდები და ეს ინფორმაცია მაქვს, რომ ეს არის ეროვნული თანხმობის პროცესის ნაწილი. ჩემი მხრიდან არის გასათვალისწინებელი ის, რომ საზოგადოებას სწორი მოლოდინები შევუქმნათ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ასევე ის, რომ ვიფიქროთ იმაზე, რას გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს პოლარიზაცია დასრულდეს და კონკრეტული კრიზისიდან გამოვიდეთ“, – განაცხადა ეკა გიგაურმა.

მსგავსი თემები