“მთავრობის სხდომაზე ეროვნულ კონტრტერორისტულ სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმას დავამტკიცებთ” – ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მთავრობის სხდომაზე ეროვნულ კონტრტერორისტულ სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმას დაამტკიცებენ.
მისივე თქმით, დოკუმენტის მიზანი სახელმწიფოსა და საზოგადოების ტერორიზმისა და ძალადობრივი ექსტრემიზმის მხრიდან მომდინარე საფრთეებისგან დაცვაა.
“დღეს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს გამოაქვს საკითხი, რომელიც ეხება ეროვნული კონტრტერორისტული სტრატეგიისა და მისი სამოქმედო გეგმის დამტკიცებას. ამ დოკუმენტის მიზანია სახელმწიფოსა და საზოგადოების დაცვა ტერორიზმისა და ძალადობრივი ექსტრემიზმის მხრიდან მომდინარე საფრთეებისგან. სტრატეგიისა და მისი სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში ჩართული იყო ტერორიზმთან ბრძოლის მიმართულებით, საქართველოს მთავრობის დადგენილებით შექმნილი უწყებათაშორისი მუდმივმოქმედი კომისიის წევრი ყველა უწყება და დღეს ამ დოკუმენტს ჩვენ დავამტკიცებთ მთავრობაზე”,-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მსგავსი თემები