თბილისში ხანძარს 90 წლის მოხუცი ემსხვერპლა 

თბილისის დიდუბის რაიონში, კერძოდ, სამტრედიის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის მესამე სართულზე, სახლში გაჩენილ ხანძარს 90 წლის ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა. დამწვარია 60 კვ. მ. ფართობი.

როგორც “მედიაცენტრ მთავარს” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ამჟამად ხანძარი ლიკვიდირებულია. ადგილზე 7 სახანძრო – სამაშველო ჯგუფი მუშაობდა.

ხანძრის დროს სახლის მცხოვრებთა ევაკუაცია არ განხორციელებულა. მოქალაქეები თავად გამოვიდნენ კორპუსიდან.

მათივე თქმით, ხანძრის მიზეზს გამოძიება დაადგენს.

 

მსგავსი თემები