“საქართველო სოლიდარობას უცხადებს უკრაინასა და უკრაინელ ხალხს, ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით” – დავით ზალკალიანი

“ნებისმიერი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საფრთხის წინაშე დაყენება სრულიად მიუღებელია“ – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ზალკალიანი „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე წერს, საქართველო სოლიდარობას უცხადებს უკრაინასა და უკრაინელ ხალხს.

“ნებისმიერი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საფრთხის წინაშე დაყენება სრულიად მიუღებელია. საქართველო სოლიდარობას უცხადებს უკრაინასა და უკრაინელ ხალხს. ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით,”- წერს ზალკალიანი.

მსგავსი თემები