​ხელბურთში აჭარის ჩემპიონატი გაიმართა

ხელვაჩაურის სპორტ სკოლის დარბაზმა, 22–23 დეკემბერს, ​ხელბურთში აჭარის ჩემპიონატს უმასპინძლა. ტურნირი 2004 –2005 წწ დაბადებულ ვაჟთა და გოგონათა შორის გაიმართა და მასში რეგიონის 8 გუნდი ასპარეზობდა.

ვაჟთა შორის ბათუმის სასპორტო სკოლის გუნდმა სამი შეხვდრიდან სამივე მოგებით დაასრულა და 6 ქულით აჭარის ჩემპიონის ტიტული დაისაკუთრა, – მწვრთნელი მაია შალამბერიძე.

გოგონათა შორის ბათუმის სასპორტო სკოლიდან ორი გუნდი ასპარეზობდა, სადაც მაია შალამბერიძის აღსაზრდელებმა ორი მოგებით საკუთარ ანგარიშზე 4 ქულა მიითვალეს და ვერცხლის მედალი მოიპოვეს, ხოლო შოთა წიტაიშვილის გუნდი 2 ქულით ბრინჯაოს მედალს დასჯერდა.

მსგავსი თემები