“ომიკრონმა” შესაძლოა, ევროპაში პანდემია დაასრულოს” – ჰანს კლუგესი

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ბიუროს ხელმძღვანელის, ჰანს კლუგეს განცხადებით, „ომიკრონმა“ კორონავირუსის პანდემია ახალ ფაზაში გადაიყვანა და ევროპაში შესაძლოა, პანდემიას ბოლო მოუღოს.

კლუგეს თქმით, სეზონურობის შემცირების, ადამიანების იმუნიტეტისა და აცრების შედეგად, თვეების განმავლობაში გლობალური იმუნიტეტი შეიქმნება.

„ველოდებით, რომ იქნება სიმშვიდის პერიოდი. „კოვიდ-19“ წლის ბოლომდე შესაძლოა, დაბრუნდეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ პანდემია აუცილებლად დაბრუნდება“, – აღნიშნა ჰანს კლუგემ.

მსგავსი თემები