დღეს მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება

12:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ბრალდებულ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი დაიწყება. ამჯერად, სასამართლო 7 ნოემბრის საქმეს განიხილავს. თავად ბრალდებული სასამართლო პროცესს არ დაესწრება.

პროკურატურა ყოფილ პრეზიდენტს 2007 წლის  7 ნოემბერს, მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრასა და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას ედავება.

სასჯელი 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. აღნიშნულ საქმეში სააკაშვილთან ერთად ბრალდებულები არიან ვანო მერაბიშვილი, ზურაბ ადეიშვილი, დავით კეზერაშვილი და გიგი უგულავა.

მსგავსი თემები