უკრაინის საელჩოსთან მოძრაობა “სირცხვილიას” მიერ ორგანიზებული აქცია მიმდინარეობს

უკრაინის საელჩოსთან მოძრაობა “სირცხვილიას” ორგანიზებით, უკრაინის მხარდასაჭერი აქცია მიმდინარეობს. აქციაში სამოქალაქო აქტივისტები და ორგანიზაციები, საჯარო პირები და პოლიტიკური პარტიები მონაწილეობას იღებენ.

აქციაზე ორივე ქვეყნის ჰიმნი გაჟღერდა, ასევე წარდგენილია ბანერები წარწერებით: ,,უკრაინა და საქართველო რუსეთის გარეშე”, ,,დიდება უკრაინას”, ,,არასდროს დავბრუნდებით საბჭოთა კავშირში” და სხვა.

“ეს არის სოლიდარობის აქცია ჩვენი ისტორიული მეგობრისა და სტრატეგიული პარტნიორის მიმართ, რომელიც იმავე გამოწვევების წინაშე დგას როგორშიც იდგა 2008 წელს საქართველო. ყველაფერი ეს ჯდება მხოლოდ რუსეთის ინტერესებში”, – განაცხადა სამოქალაქო აქტივისტმა ნიკა ფარულავამ

მსგავსი თემები