კორონავირუსმა ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპისკოპოსი იმსხვერპლა

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა განაცხადა, რომ გარდაიცვალა ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპისკოპოსი დიმიტრი. ის ბოლო დღეების განმავლობაში საავადმყოფოში მკურნალობდა.

“მეუფე დიმიტრის ჯანმრთელობის მდგომარეობა დაამძიმა კორონავირუსით გამოწვეულმა ინფექციამ. იგი ბოლო დღეების განმავლობაში საავადმყოფოში მკურნალობდა. ძალიან ვწუხვართ მომხდარის გამო და აღვავლენთ ლოცვებს მისი უკვდავი სულისათვის, რათა უფალმან აცხონოს და სავანესა მართალთასა დააწესოს იგი”, – ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი თემები