საგანგებო სიტუაციაების მართვის სამსახური საზოგადოებას აფრთხილებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური განცხადებას ავრცელებს რომლის მიხედვითაც,  ტემპერატურის ვარდნის გამო, ტბებსა და წყალსაცავებზე არის ყინულის სხვადასხვა სისქის ფენა, რის გამოც რამდენიმე ტბაზე, განსაკუთრებით კი, თბილისში, ლისისა და კუს ტბებზე ყინულის ზედაპირზე შეინიშნება მოქალაქეთა გადაადგილება, რაც საფრთხის შემცველია.

“გაცნობებთ, რომ მთელი საქართველოს მასშტაბით, ტემპერატურის ვარდნის გამო, ტბებსა და წყალსაცავებზე არის ყინულის სხვადასხვა სისქის ფენა. რამდენიმე ტბაზე, განსაკუთრებით კი, თბილისში, ლისისა და კუს ტბებზე ყინულის ზედაპირზე შეინიშნება მოქალაქეთა გადაადგილება. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოგიწოდებთ, გამოიჩინოთ მაქსიმალური სიფრთხილე და არ გადახვიდეთ გაყინული წყლის ზედაპირზე. ყინულის ფენაზე ნებისმიერი ფორმით გადაადგილებამ შესაძლოა გამოიწვიოს მისი ჩატეხვა და საფრთხე შეუქმნას თქვენს სიცოცხლეს და ჯანმრთელობას. გთხოვთ დაემორჩილოთ მითითებებს”, – წერია განცხადებაში

მსგავსი თემები