აფეთქება აღანეთში – არიან მსხვერპლნიც და დაშავებულებიც

Reuters-ის ინფორმაციით, დასავლეთ ავღანეთის ქალაქ ჰერათში ავტობუსის აფეთქების შედეგად სულ მცირე ექვსი ადამიანი გარდაიცვალა.

მალავი ანსარის, ჰერათის მეთაურის თქმით, აფეთქების მიზეზი უცნობია. შემთხვევის გამო 9 ადამიანი დაშავდა, სამის მდგომარეობა კი მძიმეა.

გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქება მოხდა ფურგონში, რომელიც საზოგადოებრივი ტრანსპორტის დანიშნულებით გამოიყენებოდა.

მსგავსი თემები