გოგა ბითაძის შესანიშნავი მატჩი “ფინიქსის” წინააღმდეგ

23 იანვრის გამთენიისას გოგა ბითაძემ NBA-ში ერთ-ერთი გამორჩეული შეხვედრა ჩაატარა. ქართველი ცენტრის გუნდი “ინდიანა პეისერსი” გასვლაზე “ფინიქს სანზთან” 103:113 დამარცხდა.

გოგამ კი პარკეტზე 35 წუთი გაატარა და მატჩის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე გახდა. ქართველი სასტარტო ხუთეულში იყო და ორმაგი დუბლიც ჩაიწერა აქტივში.  გოგამ 16 ქულა, 11 მოხსნა, , 2 ასისტი და 1 ბლოკი მიითვალა.

“ინდიანა” 17 მოგებითა და 30 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-13 (ბოლოდან მესამე) ადგილს იკავებს.

მსგავსი თემები