“საქართველოში უკუსვლა ნათელია”, – ამერიკელი სენატორი

ამერიკელმა სენატორმა, კრის მერფიმ ამერიკის ხმის” და “ტვ პირველის” ერთობლივ გადაცემაში განაცხადა, რომ საქართველოში უკუსვლა ნათელია და პოლიტიკური რეფორმების გატარების კუთხით ზეწოლის გაზრდაა საჭირო.

“ამ ეტაპზე საქართველო ძალიან მყიფე დემოკრატიაა. ისინი უსაფრთხოების კუთხით ჩენი მოკავშირეები არიან, თუმცა როგორც ბევრი სხვა მოკავშირის შემთხვევაში აქაც ჩენ უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ და გავზარდოთ ზეწოლა პოლიტიკური რეფორმების გატარების კუთხით. საქართველო შთამბეჭდავი ისტორიაა, თუმცა უაკანსკნელ პერიოდში მნიშვნელოვან უკუსვლას ვხედავთ და ბევრი ადამიანი სვამს კითხვას, დარჩა თუ არა საქართველოში სივრცე გამოხატვის თავისუფლების და პოლიტიკური ოპოზიციის არსებობისთვის. აშშ-მ ნათლად უნდა თქვას, რომ რეფორმები უნდა გაგრძელდეს”, – განაცხადა მერფიმ.

მსგავსი თემები