კორონავირუსით 9696 ადამიანი დაინფიცირდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა  47 803 ტესტი,  გამოვლინდა ინფიცირების 9 696 ახალი შემთხვევა, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის  20.28%

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  1 051 445.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 22 იანვრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 20.28%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 12.56% ხოლო 7 დღის მანძილზე – 15.66%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 5 408 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 962 035.

მსგავსი თემები