ლავროვი: “მოვუწოდებ ნატო-ს ქვეყნებს, თავი შეიკავონ დეზინფორმაციების გავრცელებისაგან”

რუსული სააგენტო TASS -ი ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ბრიტანეთის საგარეო უწყებას პროვოკაციული განცხადებების გავრცელებისაკენ მოუწოდა.

“ასეთი სახის დეზინფორმაციები ამძაფრებენ დაძაბულობას უკრაინის ირგვლივ. მოვუწოდებთ ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს შეწყვიტოს პროვოკაციული ქმედებები, სისულელეების გავრცელება და თათარ-მონღოლური უღლის ისტორიის შესწავლაზე კონცენტრირდეს“, – აღნიშნულია სერგეი ლავროვის განცხადებაში.

სერგეი ლავროვის ეს განცხადება ეხმიანება ბრიტანეთის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ კრემლი უკრაინაში პრორუსი ლიდერის დაყენებას გეგმავს და ამასთან რუსეთის დაზვერვის სამსახურები ინარჩუნებენ კავშირებს უკრაინის ყოფილ პოლიტიკოსებთან.

მსგავსი თემები