ქვეყანაში ბევრი პრობლემა და გამოწვევა არსებობს – კახა კალაძე პრემიერის წლიურ ანგარიშზე

„არ დარჩენილა დარგი, რომელსაც პრემიერი არ შეხებოდა და არ ესაუბრა იმ პროექტებზე, რომელთა განხორციელება შესაძლებელი გახდა ერთი წლის განმავლობაში”, – განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის წლიური ანგარიშის შეფასებისას.

კახა კალაძის თქმით, მთავრობა ამით თვითკმაყოფილი არ არის, ქვეყანაში არსებობს ბევრი პრობლემა და გამოწვევა, რომელსაც მომდევნო წლების განმავლობაში ღირსეული პასუხები სჭირდება.

დედაქალაქის მერმა ინფრასტრუქტურულ პროექტებს შორის გამოჰყო მიწისზედა მეტროს პროექტი, რომელიც პრემიერ-მინისტრმა წარადგინა.

„ერთ-ერთი მათ შორის არის მიწისზედა მეტროს პროექტის განხორციელება დედაქალაქში. სამგორიდან ლილოს მიმართულებით, დაახლოებით, 8 ახალი მეტროსადგური აშენდება ამ პროექტის ფარგლებში და, ამასთან, შესაძლებელი იქნება მიწისზედა მეტრო  სამგორიდან აეროპორტის მიმართულებით მოემსახუროს მგზავრებს. დაახლოებით, 80 მილიონი დაიხარჯება ამ პროექტის განსახორციელებლად“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მისი თქმით, პროექტის განხორციელებაზე ტენდერი უახლოეს დღეებში გამოცხადდება.

მსგავსი თემები