“ძალიან შემოგვეჩვივნენ ქუჩის კატები” – მოქალაქე თბილისის მერიას მიმართავს​

​სოციალურად დაუცველი მოქალაქე, ნარგიზა ოდიშვილი, ქუჩის კატებთან დაკავშირებით თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სამსახურს მიმართავს და სთხოვს, მის სახლს თავშეფარებული კატები ცხოველთა თავშესაფარში გადაიყვანონ.

როგორც “მედიაცენტრ მთავარს” ნარგიზა ოდიშვილმა განუცხადა, იყო შემთხვევა, როდესაც კატებმა აგრესია გამოავლინეს და ბავშვს უკბინეს.

​”ვარ სოციალურად დაუცველი, ვცხოვრობ კერძო ბინაში, ძალიან შემოგვეჩვივნენ კატები. სულ 5 კატაა. ორჯერ უკბინეს ბავშვს. ცხოველები ძალიან მიყვარს. კატები თბილები არიან, მაგრამ სათანადო ყურადღება სჭირდებათ. რაც მე არ შემიძლია. ერთ კატას, როგორღაც შევინახავ, მაგრამ ამდენს ვერა. მე ქუჩაში ვერ გავყრი. ვნერვიულობ და მეცოდებიან. ნუთუ არ არსებობს გამოსავალი”, – გვწერს მოქალაქე.

როგორც “მედიაცენტრ მთავარს” მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოში განუმარტეს, ასეთ შემთხვევაში მოქალაქემ უნდა დარეკოს ცხელ ხაზზე: 421 – 424.

მათივე თქმით, თავშესაფარს აქვს შეზღუდული რესურსი და მხოლოდ იმ ცხოველებს ეხმარება, რომლებიც გადაუდებელ დახმარებას და ზრუნვას საჭიროებენ, როგორიც არის კასტრაცია, სტერილიზაცია, ქირურგიული ჩარევა და სხვა. ამის შემდეგ, ცხოველები ტოვებენ თავშესაფარს.

მსგავსი თემები