ფოთში ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსს ცეცხლი გაუჩნდა

ფოთში საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა. კორპუსში ხანძრის გაჩენის შედეგად ერთი ბინა სრულად დაიწვა, ერთი კი ნაწილობრივ დაზიანდა. ადგილზე 6 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშობს. ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია და სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

ადგილობრივთა ინფორმაციით, ცეცხლი დახლოებით დილის 5 საათზე გაჩნდა. ოჯახის წევრებმა დროულად მოახერხეს გარეთ გამოსვლა, ხოლო მიზეზი ხანძრის გამოწვევისა, ჯერ-ჯერობით უცნობია. ადგილობრივი ხელისუფლება დაზარალებულებს დახმარებას დაპირდა.

მსგავსი თემები