ბოლო კვირაში კორონავირუსი მასწავლებელთა 0,8%-ს, ხოლო მოსწავლეების 0,1%-ს დაუდასტურა

სკოლებში სწავლების მეორე სემესტრი 17 იანვარს დაიწყო. ბოლო კვირის მონაცემებით, კორონავირუსი მასწავლებელთა 0,8%-ს, ხოლო მოსწავლეების 0,1%-ს დაუდასტურდა.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, კოვიდსიტუაციიდან გამომდინარე, გარკვეული რისკების თავიდან აცილების მიზნით, ზოგიერთი კლასი/სკოლა გადადის დისტანციურ სწავლებაზე. ამ ეტაპზე დისტანციურ სწავლებაზე იმყოფება სრულად 21 სკოლა, ხოლო 84 ცალკეული კლასი.

დღეისათვის აცრილია მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 73.5%. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები უზრუნველყოფილია შესაბამისი სადეზინფექციო ხსნარებით, პირბადეებით, თერმოსკრინინგის აპარატებითა და დეზობარიერებით. ინტენსიურად უკეთებენ მასწავლებლებს ტესტს Covid-19-ზე.

მსგავსი თემები