სამ დეპუტატს, შესალოა, უფლებამოსილება შეუწყვიტონ

პარლამენტის სამ ოპოზიციონერ დეპუტატს შესაძლოა, უფლებამოსილება შეუწყდეს.  შალვა ნათელაშვილის, ელენე ხოშტარიასა და ბადრი ჯაფარიძის საკითხს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტი განიხილავს.

კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის შეფასებით, საკითხზე ჯერ კომიტეტი იმსჯელებს, შემდეგ კი სესიაზე განიხილება.

შეგახსენებთ, რომ ნათელაშვილისა და ხოშტარიასთვის სადეპუტატო მანდატის შეწყვეტის მიზეზი არასაპატიო მიზეზით სხდომების გაცდენაა, ხოლო ბადრი ჯაფარიძის შემთხვევაში კი საქალაქო სასამართლოს გადაწყეტილება, რომელმაც ის დამნაშავედ სცნო და გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა.

 

მსგავსი თემები