დავით კირკიტაძე დააკავეს

გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, ქვემო ქართლის ყოფილი გუბერნატორი დაკავებულია. მისი აყვანა კახეთში მოხდა. სამართალდამცველებმა მას ბრალი ადგილზე, მანქანაში გააცნეს.

დაკავებულ დავით კირკიტაძეს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის დარღვევაში ადანაშაულებენ, რაც პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს. დავით კირკიტაძემ დაკავებისას მოკლე კომენტარი გააკეთა და თამანებრძოლებს საქმის ბოლომდე მიყვანისკენ მოუწოდა.

„საქართველოში მყარდება დიქტატურა, რუსული დიქტატურა – იბრძოლეთ ბოლომდე“ – აღნიშნა მან.

დავით კირკიტაძის დაკავება გურჯაანში მოხდა. ის, ამ დროისთვის თელავის განყოფილებაშია გადაყვანილი.

მსგავსი თემები