“მეტროსადგურ “ვარკეთილის” მდგომარეობა დეტალურად შევისწავლეთ”, – კახა კალაძე

თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ დიდი ალბათობით მეტროსადგურ “ვარკეთილის” რეაბილიტაციას უცხოური კომპანია განახორციელებს.

მისი თქმით, მეტროსადგურის მდგრადობის შესწავლა დასრულებულია, უკვე არსებობს რეაბილიტაციის პროექტი და სამუშაოები უახლოეს მომავალში დაიწყება.

“დეტალურად შევისწავლეთ მეტროსადგურ “ვარკეთილის” მდგომარეობა და გვაქვს მონახაზი, თუ როგორ უნდა განხორციელდეს მისი რეაბილიტაცია. ყველა ამ კვლევის შედეგი მიღებულია, გამოცხადებულია ტენდერი და ძალიან მალე გვეცოდინება ალბათ, გამარჯვებული კომპანია. როგორც კი ეს გვეცოდინება, დავიწყებთ სამუშაოებს. მაღალია უცხოური კომპანიის ჩართულობის ალბათობა ამ პროექტში”, – განაცხადა კახა კალაძემ.

მსგავსი თემები