ერგნეთში მოლაპარაკება დაიწყო, ერთ-ერთი თემა დაკავებულთა გათავისუფლება იქნება

ამ წუთებში, სოფელ ერგნეთში ინცინდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში რიგით 104-ე შეხვედრა მიმდინარეობს. ქართული მხარე, როგორც ადრე, ამჯერადაც, უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლებაზე აირებს საუბარს.

,,დღევანდელ შეხვედრაზე განვიხილავთ წინა შეხვედრიდან დაფიქსირებულ ყველა მნიშვნელოვან ინციდენტს. რა თქმა უნდა, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება უკანონო პატიმრობაში მყოფ ჩვენს თანამოქალაქეებზე, რათა ისინი რაც შეიძლება მალე დაუბრუნდნენ საკუთარ ოჯახებს. გვერდს ვერ ავუვლით და მთავარი აქცენტი გაკეთდება უკანონო “ბორდერიზაციის” პროცესზე, რომელიც კვლავ აქტიურ ფაზაშია შესული“ – აცხადებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ირაკლი ანთაძე.

დღევანდელი მონაცემებით, ოკუპანტების ციხეში საქართველოს 6 მოქალაქე იმყოფება.

 

მსგავსი თემები