ვაქცინირებულებში ინფიცირება ისეთივეა, როგორც არავაქცინირებულებში

​კორონავირუსის ახალი შტამი „ომიკრონი” ორჯერადად ვაქცინირებულებში თუ ვირუს გადატანილებში თანაბრად ვრცელდება. როგორც იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, თსსუ-ის პროფესორმა ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავართან“ აღნიშნა, განსხვავება ინფიცირების სიმძიმეშია.

„ვაქცინაცია ინფიცირებისაგან არ გვიცავს. ორჯერადად ვაქცინირებულ ადამიანებში ინფიცირების მაჩვენებელი  რჩება ისეთივე როგორიც არავაქცინირებულებში.  ინფიცირების მაჩვენებელი შეიძლება თითქმის თანაბარი იყოს. მკვეთრი განსხვავება გვაქვს ჰოსპიტალიზაციაში. ვაქცინირებული ადამიანი შეიძლება დაინფიცირდეს, მაგრამ იმის შანსი, რომ მოხვდეს საავადმყოფოში გართულებებით და სიმძიმით, შესაძლებლობა ნაკლებია“ – განაცხადა ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავართან“.

შეგახსენებთ, რომ ბოლო 24 საათში ვირუსით 6 351 ადამიანი დაინფიცირდა და 27 გარდაიცვალა.

 

მსგავსი თემები