ვირუსით 6 351 ადამიანი დაინფიცირდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 38 306 ტესტი,  გამოვლინდა ინფიცირების 6 351  ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 3 043 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის  16.58%.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  1 021 943.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 19 იანვრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 16.58%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 10.90% ხოლო 7 დღის მანძილზე – 11.73%.

მსგავსი თემები