„რუსეთი და დასავლეთის გამოცდას აგრძელებს“ – ჯო ბაიდენი

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი რუსეთის ვერაგულ მიზანთან და სამზადისთან დაკავშირებით მორიგ ხმამაღალ განცხადებას აკეთებს. როგორც ჯო ბაიდენი აღნიშნავს,  ვლადიმერ პუტინი საბჭოთა კავშირის დაშლას მისტირის.

ამერიკის პრეზიდენტი რუს კოლეგას მორიგ ჯერზეც აფრთხილებს, რომ მას არჩევანი აქვს გასაკეთებელი და დასძენს, რომ ის დასავლეთის „გამოცდას“ განაგრძობს.

„ვლადიმერ პუტინი საბჭოთა კავშირის, როგორც „ზესახელმწიფოს დაშლას ნანობს“, – ამბობს პრეზიდენტი და დასძენს, რომ რუსეთი ჩინეთსა და დასავლეთს შორის ადგილის დასამკვიდრებლად ისწრაფვის.

„მნიშვნელოვანია, რომ ნატო-ს მოკავშირეები ერთსა და იმავე პოზიციაზე იყვნენ რუსეთის პოტენციური თავდასხმის საშიშროებასთან მიმართებაში“ – აღნიშნავს ჯო ბაიდენი.

 

მსგავსი თემები