„სეზონური ვირუსი გაცილებით აქტიურია, ვიდრე შარშან“ – ივანე ჩხაიძე „მედიაცენტრ მთავარში“

ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელის, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, თსსუ-ის პროფესორ ივანე ჩხაიძის განცხადებით, სეზონური ვირუსი წელს გაცილებით აქტიურია, ვიდრე შარშან იყო.

როგორც ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავართან“ განაცხადა, სეზონური გრიპის აქტიურობის მიხედვით, ამ მხრივ ქვეყანაში ფონი მძიმეა.

„სეზონური ვირუსი გაცილებით მეტია ვიდრე შარშან იყო. რაც შეეხება გრიპს, თუ შარშან გრიპის ორი შემთხვევა იყო დადასტურებული, დღეს 20-მდე შემთხვევაა. გრიპი წელს უფრო აქტიურია ვიდრე შარშან. რესპირაციულ ვირუსული ინფიცირების აქტიურობის მიხედვით, წელს ქვეყანაში ფონი გარკვეულ წილად უფრო მძიმეა. უნდა გავითვალისწინოთ, რომ იანვარი ამ მხრივ გამორჩეულია და ამინდის გაუარესების ფონზე , სავარაუდოდ, იანვარ-თებერვალში ეს გაცილებით მეტი იქნება“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

ამასთან, ივანე ჩხაიძის თქმით, სეზონური გრიპის 200 000 აცრის ათვისება ვერ მოხდა.

„როგორც მე ვიცი, სეზონური გრიპის 200 000 ვაქცინა ბოლომდე ათვისებული ვერ მოხერხდა. ეს ვაქცინაცია იყო რისკ ჯგუფებისთვის, სამედიცინო  სფეროს წარმომადგენლებისთვის და ბოლომდე მისი ათვისება არ მომხდარა“ , – განაცხადა ივანე ჩხაიძემ  „მედიაცენტრ მთავარში“  და აღნიშნა, რომ სეზონური ვირუსით გარდაცვალება არ დაფიქსირებულა.

მსგავსი თემები