უკრაინის სასამართლომ ყოფილი პრეზიდენტი თავდებობით გაათავისუფლა

უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო თავისუფალია. კიევის სასამართლომ პატიმრობის გადაწყვეტილება არ მიიღო და ის პირადი თავდებობით გაათავისუფლა.

ყოფილ პრეზიდენტს სასამართლოზე კიდევ გამოიძახებენ და ის დაკითხვაზე უნდა გამოცხადდეს. მას კიევის დატოვება ეკრძალება და ამისთვის პასპორტი უნდა ჩააბაროს.

პროკურატურა პოროშენკოს წინააღმდეგ წინასწარ პატიმრობას ან გირაოს სახით ერთი მილიარდი გრივნის გადახდას ითხოვდა. მის წინააღმდეგ აღძრულია სს საქმე. ის  ტერორისტული ორგანიზაციების საქმიანობის ხელშეწყობასა და სახელმწიფო ღალატშია ბრალდებული. მას ქვანახშირის არალეგალურად გატანას ედავებიან.

 

მსგავსი თემები