“სახელმწიფოს ვთავაზობ გამოსავალს, სააკაშვილი იყოს შინაპატიმრობაში ჩემს ეპარქიაში” – მეუფე ნიკოლოზი

„მე პირველ რიგში ვითარებიდან გამოსავალს სახელმწიფოს ვთავაზობ. კარგი იქნება, თუ მიღებული იქნება გადაწყვეტილება, რომ პრეზიდენტი შინაპატიმრობაში იყოს“, – განაცხადა ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა.

როგორც მეუფე ნიკოლოზმა განმარტა, სახელმწიფოს თუ მისი ინიციატივა მოეწონება, მზად არის იყოს შუამავალი სახელმწიფოსა და მეორე მხარეს შორის.

„მე პირველ რიგში ვითარებიდან გამოსავალს სახელმწიფოს ვთავაზობ. კარგი იქნება, თუ მიღებული იქნება გადაწყვეტილება, რომ პრეზიდენტი შინაპატიმრობაში იყოს. ჩემი აზრით, მოსახერხებელი იქნება, რომ ის არ იყოს თავის სახლში თბილისში, ამიტომ ჩემი ეპარქია შევთავაზე. თუ მოეწონება სახელმწიფოს ეს ინიციატივა, ჩამობრძანდებიან ალბათ, ადგილს შეარჩევენ, მე შუამავალი ვიქნები სახელმწიფოსა და მეორე მხარეს შორის. მე მასთან მისაუბრია და ვიცი, რომ სავარაუდოდ, წინააღმდეგი არ იქნება. მგონია, ეს სახელმწიფოს ინტერესში უნდა შედიოდეს, ქვეყნისთვის უკეთესი იქნება. მე მზად ვარ, თუ ხელისუფლება ისურვებს ვითანამშრომლებ, ყველანაირ პირობას შევქმნი ეპარქიაში” ,- აღნიშნავს მეუფე ნიკოლოზი.

მსგავსი თემები