“სააკაშვილისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭების მოთხოვნა არგუმენტირებულია“ – ნინო ლომჯარია

სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტისთვის მიხეილ სააკაშვილისთვის არაადამიანური მოპყრობის გამო დაზარალებულის სტატუსის მინიჭების მოთხოვნა არგუმენტირებულია.

მისივე განმარტებით,  თუ მათ ექნებათ მეტი ინფორმაცია, შესაბამის რეკომენდაციას გასცემენ.

„დაზარალებულის სტატუსს რაც შეეხება, ჩვენ კარგად გვესმის ეს მოთხოვნა და ვფიქრობთ, რომ სამართლიანია, თუმცა იმისათვის, რომ ჩვენ გვქონდეს კონკრეტული პოზიცია, საჭიროა საქმის მასალების ნახვა და შესწავლა. როცა ჩვენ გავცემთ რეკომენდაციას ბრალის წარდგენის თუ დაზარალებულის მინიჭების თაობაზე, ჩვენ გვაქვს სრული სურათი გამოძიებაში არსებული მასალების და მტკიცებულებების. ამ ეტაპზე ვთვლი, რომ ეს მოთხოვნა არის არგუმენტირებული, თუმცა, იმისათვის, რომ ეს რეკომენდაცია სახალხო დამცველმაც გასცეს, გვჭირდება მეტი ინფორმაცია, ვეცდებით ეს ინფორმაცია მოვიპოვოთ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურიდან და თუ გვექნება გარკვეულ მტკიცებულებებზე წვდომა, რაც მეტი დამაჯერებლობით მოგვცემს იმის მტკიცების საფუძველს, რომ დაზარალებულის სტატუსის მინიჭების საფუძველი არსებობს, ჩვენ ამას ვიტყვით,” – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

მსგავსი თემები