“მზად ვარ გამოვყო გარკვეული სივრცე ჩემს ეპარქიაში”, – მეუფე ნიკოლოზი მიხიელ სააკაშვილზე საუბრობს

მეუფე ნიკოლოზმა “ჯორჯიან თაიმსის” ეთერში განაცხადა, რომ ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი ხელისუფლებას სთავაზობს მესამე პრეზიდენტი მის ეპარქიაში, შიდა პატიმრობაში გადაიყვანონ. მისი თქმით, პრობლემის ამგვარი მოგვარება ყველა მხარისთვის მისაღები იქნება.

“ყოფილა შემთხვევები, როდესაც ქვეყანას საკუთარი ყოფილი პრეზიდენტისთვის სამუდამო პატიმრობა მიუსჯია, მაგალითად: რუმინეთსა და უგანდაში, თუმცა ისინი შიდა პატიმრობაში იყვნენ. მინდა მივმართო ხელისუფლებას, ირადად თანახმა ვარ, რომ ვითანამშრომლო ხელისუფლებასთან და თუ რაიმე სხვა გამოსავალი არ არსებობს, ჩემს ეპარქიაში, ჩემთან შემიძლია გამოვყო გარკვეული სივრცე, რომელსაც, რა თქმა უნდა, ხელისუფლება გააკონტროლებს. ძალიან ბევრი პრობლემა მოიხსნება იმით, რომ ის ვთქვათ, შიდა პატიმრობაში გადმოიყვანონ მთელი სიმკაცრით”, – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

მსგავსი თემები