ნაზარბაევი გამოჩნდა და აცხადებს რომ ყაზახეთშია

ყაზახეთში არეულობის, დაპირისპირებისა და ქაოსის შემდეგ, ყოფილი პრეზიდენტი,  რომელიც იძულებული გახდა გადამდგარიყო, დღეს პირველად გამოჩნდა. როგორც ნაზარბაევი ვიდეომიმართვაში აცხადებს, ის არსად გაქცეულა და ქვეყანა არ დაუტოვებია.

„2019 წელს უფლებამოსილება პრეზიდენტ ყასიმ-ჟომართ თოყაევს გადავაბარე და მას შემდეგ პენსიონერი ვარ. ამჟამად ყაზახეთის დედაქალაქში ვიმყოფები, ქვეყანა არ დამიტოვებია. ბოლო პერიოდში მიმდინარე მოვლენები გვიჩვენებს, რომ დამოუკიდებლობას უნდა გავუფრთხილდეთ. ყველამ უნდა დავიცვათ ეს ღირებულებები. ჩვენ აუცილებლად გადავლახავთ ამ კრიზისს და უფრო ძლიერი გავხდებით“ , – აცხადებს ნაზარბაევი.

 

მსგავსი თემები