ადვოკატები მიხეილ სააკაშვილის დაზარალებულად ცნობას ითხოვენ

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებმა პროკურატურაში განცხადება შეიტანეს. ისინი ყოფილი პრეზიდენტის დაზარალებულად ცნობას ითხოვენ. როგორც ნიკა გვარამიამ განმარტა, დაზარალებულის სტატუსი მათ საშუალებას მისცემს, სრული წვდომა ჰქონდეთ იმ მასალაზე, რომელიც ამ საქმის ირგვლივ არსებობს.

,,გვსურს, შევიტანოთ განცხადება და მოთხოვნა პროკურატურაში მიხეილ სააკაშვილის დაზარალებულად ცნობის თაობაზე როგორც არაადამიანური, ასევე ღირსების შემლახავი მოპყრობის მსხვერპლის. ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანია იმისთვის, რათა სრული წვდომა გვქონდეს ყველა მასალაზე, რომელიც არსებობს ამ საკითხზე. ჩვენ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან გვაქვს მასალების გაცვლა-გამოცვლა, თუმცა არსებობს მასალები, რომელზეც ხელი არ მიგვიწვდება. პირველ რიგში ეს არის წამების ამსახველი ვიდეომასალები, სრული მარშრუტი,  ჩასმა, გადმოყვანა და ა.შ. მოვუწოდებ სახელმწიფო ინსპექტორს და სახალხო დამცველს აღნიშნულთან დაკავშირებით დააფიქსირონ საკუთარი პოზიცია. ჩვენ არ გვაქვს ილუზია, რომ დაზარალებულად ვიქნებით ცნობილი ამ საქმეზე, შესაბამისად, სახელმწიფო ინსპექტორს  მოვუწოდებთ, გამოაქვეყნოს მის ხელთ არსებული ვიდეომასალა, რადგან ამასთან დაკავშირებით დაზარალებული სააკაშვილის თანხმობა არსებობს“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ მედიასთან.

მსგავსი თემები