“რუსეთს არ აქვს ვეტოს უფლება საქართველოსა და უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით” – ამერიკის ელჩი

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, კელი დეგნანის განხადებით, ამერიკის შეერთებული შტატები გახსნილია რუსეთთან  დიალოგისთვის, თუმცა, უარს არ იტყვის ძირითად პრინციპებზე.

„ნატო-რუსეთის საბჭო შეიქმნა 25 წლის წინ. ჩვენ დავსხდებით და მოვისმენთ, მაგრამ ვიმოქმედებთ ჩვენი ძირითადი პრინციპებით. პირველი არის, რომ რუსეთს არ აქვს ვეტოს უფლება საქართველოსა და უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.  ნატო-ს წევრობას წყვეტენ 30 მოკავშირე და ის ქვეყნები, რომლებსაც სურთ ალიანსში გაწევრიანება. საქართველოს აქვს უფლება თავად აირჩიოს ეკონომიკური და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პარტნიორობა. ეს არის ფუნდამენტური პრინციპი“ – ასეთია ელჩის გზავნილი რუსეთის მუქარასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც, საქართველო და რუსეთი ნატოს წევრი ქვეყნები ვერ გახდებიან.

მსგავსი თემები