„აუცილებელია ახსნა-განმარტება“ – ამერიკის ელჩი ინსპექტირების სამსახურის გაუქმებაზე

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი სახელმწიფო ინსპექტირების სამსახურის გაუქმებასთან დაკავშირებით მორიგ განცხადებას აკეთებს და ამბობს, რომ უნდა აიხსნას, რისთვის გახდა ეს ცვლილება საჭირო.

„ვიზიარებთ ამ შეშფოთებას, ნაჩქარევ პროცესთან დაკავშირებით, რომელიც დაინტერესებულ მხარეებთან სათანადო კონსულტაციების გარეშე წარიმართა. როდესაც გაქვს ისეთი მნიშვნელოვანი სამსახური, როგორიც არის სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, დამოუკიდებელი ინსტიტუტი, რომელიც იცავს ადამიანის უფლებებს, მნიშვნელოვანია, ნებისმიერი ცვლილება განხორციელდეს კონსულტაციების საფუძველზე. როდესაც მსგავსი ცვლილებები ხდება, თანამდებობიდან ათავისუფლებენ სახელმწიფო ინსპექტორსა და მის თანამშრომლებს, აუცილებელია ახსნა-განმარტება, რისთვის გახდა ეს საჭირო გაეთავისუფლებინათ სახელმწიფო ინსპექტორი და მისი თანამშრომლები, რომლებსაც დიდი გამოცდილება ჰქონდათ და ემსახურებოდნენ საქართველოს პატიოსნად,“- აცხადებს კელი დეგნანი.

მსგავსი თემები