„ომიკრონის“ დაფიქსირებამდე 4500 თავისუფალი საწოლი იყო, დღეს 3900 საწოლია თავისუფალი“ – ივანე ჩხაიძე „მედიაცენტრ მთავარში“

„ომიკრონის“ დაფიქსირებამდე 4500 თავისუფალი საწოლი იყო, დღეს, პირველად ბოლო თვის განმავლობაში ჩამოსცილდა 4500-ის მაჩვენებელს და 3900 საწოლია თავისუფალი“, – განაცხადა იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, თსსუ-ს პროფესორმა ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარში“.

ივანე ჩხაიძის თქმით, ჰოსპიტალიზაციამ მოიმატა, მაგრამ ეს მატება არ არის ისეთი მნიშვნელოვანი, რომ ჩავთვალოთ საქართველოში  შესაძლებელია შეიქმნას საწოლების დეფიციტი.

„ომიკრონის“ შემთვევების ზრდას არ მოყოლია ჰოსპიტალიზების მკვეთრი  მატება. ყველა დაფიქსირებული შემთვევებიდან 1000-დან  მხოლოდ 14 მოხვდა საავადმყოფოში. ეს მიუთითებს იმას , რომ „ომიკრონი“ მიმდინარეობს მსუბუქად. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ქვეყანაში არ გაიზარდა ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი. „ომიკრონის“ დაფიქსირებამდე 4500 თავისუფალი საწოლი იყო, დღეს პირველად ბოლო თვის განმავლობაში ჩამოსცილდა 4500-ის მაჩვენებელს და 3900 საწოლია თავისუფალი. ჰოსპიტალიზაციამ მოიმატა, მაგრამ ეს მატება არ არის ისეთი მნიშვნელოვანი, რომ ჩავთვალოთ საქართველოში  შესაძლებელია შეიქმნას საწოლების დეფიციტი“ , – განაცხადა ივანე ჩხაიძემ და აღნიშნა, რომ „ომიკრონმა“  ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი გაზარდა განსაკუთრებით წლამდე ასაკის ბავშვებში.

„ეს მონაცემები დაფიქსირებული იყო სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკიდან. „ომიკრონის“ შედეგად წლამდე ასაკის ბავშვები ყველაზე დაუცველები არიან“, – აღნიშნა ივანე ჩხაიძემ “მედიაცენტრ მთავარში”.

მსგავსი თემები