„წლამდე ბავშვები დაუცველები არიან, დღეში ინფიცირების 500-700 შემთხვევა ფიქსირდება“ – ივანე ჩხაიძე „მედიაცენტრ მთავარში“

წლამდე ბავშვებში „კორონავირუსით“ ინფიცირების მაჩვენებელმა მოიმატა. როგორც  იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, თსსუ-ს პროფესორმა ივანე ჩხაიძემმედიაცენტრ მთავარში აღნიშნა, წლამდე ბავშვები განსაკუთრებით დაუცველები არიან.

ომიკრონმა“ გაზარდა ინფიცირებულთა რაოდენობა განსაკუთრებით წლამდე ასაკის ბავშვებში. „ომიკრონის“ შედეგად, წლამდე ასაკის ბავშვები ყველაზე მეტად დაუცველები არიან. მათი ჰოსპიტალიზაცია მაღალ ციფრებზე რჩება. რაც შეეხება საქართველოს, ბოლო 2 კვირის განმავლობაში მკვეთრად მოიმატა მიმართვიანობამ პედიატრიულ სამედიცინო დაწესებულებებში და ეს არც არის გასაკვირი. როდესაც ვსაუბრობთ 5 000 ინფიცირებულზე, მათი 10-15% ბავშვია. ყოველდღიურად ქვეყანაში გვყავს სავარაუდოდ 500-დან 700-მდე ინფიცირებული ბავშვი, რაც ძალიან მაღალი მაჩვენებელია. დღევანდელი ციფრის უკან კი უფრო მეტი – 700-დან 900 ინფიცირებულ ბავშვამდეა. მათ შორის იქნებიან ისეთ ბავშვებიც, რომლებსაც სტაციონარიზაცია სჭირდებათ“ – განაცხადა ივანე ჩხაიძემ „ედიაცენტრ მთავარში.“

 

მსგავსი თემები