ვირუსების გამო, კლინიკებში პაციენტთა რაოდენობა 3-4-ჯერ გაიზარდა – პედიატრი

  •  

პედიატრ თემურ მიქელაძის განცხადებით, გრიპის სეზონთან დაკავშირებით, წინა წლებთან შედარებით პაციენტთა მიმართვიანობა 3-4 -ჯერ არის გაზრდილი.  ყველა მათგანს მაღალი ცხელება და ერთნაირი სიმპტომები აღენიშნება: ყელისა და თავის ტკივილი, ცემინება, ხველა, ზოგ შემთხვევაში დიარია, ღებინება, სახსრების ტკივილი, განსაკუთრებით ადრეული ასაკის ბავშვები არიან მივარდნილები.

​როგორც თემურ მიქელაძემ “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე დღეს განაცხადა, გრიპის ვირუსის მკურნალობის განსაკუთრებული მეთოდი არ არსებობს, ისევე, როგორც ნებისმიერი ვირუსული ინფექციისა. მკურნალობა არის მხოლოდ სიმპტომური. ხოლო განსაკუთრებული რისკჯგუფის მქონე პაციენტებში, გამოიყენება გრიპის საწინააღმდეგო ანტივირუსულ პრეპარატები და საინგალაციო საშუალებები.

მისივე განმარტებით, განსაკუთრებული რისკჯგუფის პაციენტები არიან ვისაც აქვს გულსისხლძარღვთა სისტემის დაავადება, შაქრიანი დიაბეტი, ქრონიკული ინფექცია, ბრონქული ასთმა, 65 წელს გადაცილებული პაციენტები, 2 წლამდე ასაკის ბავშვები. ასეთი პაციენტების შემთხვევაში გამოიყენება გრიპის საწინააღმდეგო ვირუსული პრეპარატები. ასევე, ​გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, რომელიც უნდა ჩატარდეს ეპიდემიის დაწყებამდე, კერძოდ, 15 ოქტომბრიდან ნოემბრის ბოლომდე.

​პაციენტის ჰოსპიტალიზაცია ხდება კლინიკური ნიშნების მიხედვით. ​თუ პაციენტი ვერ იღებს სითხეს, განსაკუთრებით ეს ეხება ადრეული ასაკის ბავშვებს, შესაბამისად მივარდნილია, აქვს დაბალი სოციალურ-ეკოლომიკური გარემო, სადაც ვერ ახერხებს მშობელი მის მკურნალობას, ასეთ შემთხვევაში პაციენტი კლინიკაში გადაგვყავს. გაციების სხვა ვირუსებისგან ​გრიპი სწორედ მაღალი ცხელებით გამოირჩევა. სხვა ვირუსი თუ ხასიათდება 1-2 დღიანი ცხელებით, გრიპის ვურუსის დროს ეს პერიოდი, რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდება და პაციენტს შესაძლოა ჰქონდეს 39 -დან 41 გრადუსამდე ტემპერატურა, რომელიც ყოველ 4 საათში იმატებს. თუ მკურნალობა ვერ ემორჩილება სიცხის დამწევ საშუალებებს, გაორმაგებულად ჩავრთავთ სიცხის დამწევ საშუალებებს, განსაკუთრებით ადრეული ასაკის ბავშვებში. ასეთ დროს საჭიროა ექიმის ვიზიტი ბინაზე, ან პაციენტის ჰოსპიტალიზაცია. კლინიკაში პაციენტს უკეთდება გადასხმები”, – აცხადებს პედიატრი  თემურ მიქელაძე.

 

მსგავსი თემები