22 წლის ნიკა კვარაცხელიას საქმის განხილვა სასამართლომ განაახლა

თბილისის საქალაქო სასამართლომ 22 წლის ნიკა კვარაცხელიას განზრახ მკვლელობის საქმის განხილვა განაახლა. დღევანდელ სასამართლო პროცესზე მხარეები შესავალ სიტყვებს წარმოთქვამენ.

ბრალდებულმა აკო ჭელიძემ ნიკა კვარაცხელიას მკვლელობა წინა სხდომებზე აღიარა, თუმცა, განაცხადა, რომ თანამზრახველი არ ჰყოლია. გიორგი კავილაძე თავს ნაწილობრივ დამნაშავედ მიიჩნევს. მისი თქმით, მკვლელობაში მონაწილეობა არ მიუღია და მისი დანაშაული მხოლოდ მკვლელობის შეუტყობინებლობაა.

შეგანხსენებთ, რომ 22 წლის ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე თბილისში, წყნეთში დააკავეს. მათ ბრალი დაუსწრებლად ჰქონდათ წაყენებული. გამოძიების ინფორმაციით, ნიკა კვარაცხელიას 10-ზე მეტჯერ ესროლეს ცეცხლსასროლი იარაღით.

მსგავსი თემები