“ამჟამად “ომიკრონის” 1200-ზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული” – თამარ გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს დასრულებისას განაცხადა, რომ ამჟამად “ომიკრონის” 1200-ზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული. აქედან ჰოსპიტალიზაცია 14 პაციენტს დასჭირდა.

„საქართველოში ლაბორატორიულად „ომიკრონის“ 1200-ზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული. ითვლება, რომ ცირკულაციაში ნახევარზე მეტი, სავარაუდოდ, „ომიკრონია“. აქედან უმეტესობა თბილისშია. დადასტურებული შემთხვევებიდან ჰოსპიტალიზაცია მხოლოდ 14 პაციენტს დასჭირდა, რაც დაბალი მაჩვენებელია. „ომიკრონით” ინფიცირებულების დიდი ნაწილი ვაქცინირებული იყო, „ბუსტერიც” გაკეთებული ჰქონდათ”, –  აშნიშნა თამარ გაბუნიამ.

მსგავსი თემები