14,15 და 16 დეკემბერს თელავში ქვემეხები გაისვრის – გამოხმაურება სოციალურ ქსელში

საქართველოს ახალარჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციასთან დაკავშირებით, რომელიც თელავში, მეფე ერეგლე მეორის სასახლის ეზოში გაიმართება, ქვემეხებიდან  გასროლა იგეგმება.

ამასთან დაკავშირებით თელავის მუნიციპალიტეტის მერია მოსახლეობას აფრთხილებს და სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს: “გაცნობებთ, რომ საქართველოს მე-5 პრეზიდენტის ინაუგურაციასთან დაკავშირებით, 2018 წლის 14, 15 და 16 დეკემბერს 13:00სთ-დან 15:00სთ-მდე პერიოდში, ქვემეხებიდან ერთობლივი გასროლა იგეგმება. 14 და 15 დეკემბერს გასროლა დაგეგმილია ერთჯერადად სატესტო რეჟიმში”.

მერიის განცხადებას სოციალურ ქსელში, ინტერნეტმომხმარებლების მხრიდან სახალისო კომენტარები მოჰყვა: “აკი მეზარბაზნეები არა ჰყავს მეფე ერეკლესო!?” ; “ქვემეხი დასავლეთისკენ ისვრის თუ ჩრდილოეთისკენ?”; “გურჯაანისკენ გავისროლოთ”;  “სანგრები გავთხაროთ?”; “გურჯაანელები რას იძახიან? ჰარსაწინააღმდეგო სისტემას ამონტაჟებენ?”;  “მაიცა, სამი დღე უნდა ისროდეთ ორ-ორი საათით?”.

აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტის ფიცის დადების ცერემონიალი 16 დეკემბერს თელავში, „ბატონის სასახლეში“ გაიმართება.

მსგავსი თემები